პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო აღიარებს, რომ უკრაინაში მიზანმიმართულად საომარი მოქმედებების დასაწყებად მიემართებოდა.
რუსული არმიის ერთ-ერთი წარმომადგენლის განმარტებით, მათ იცოდნენ იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიისკენ მიდიოდნენ, თუმცა მიზეზად მათ უკრაინელების ნაცისტებისგან გათავისუფლება დაუსახელეს.
„უკრაინის საზღვართან 24 თებერვლის დაახლოებით, დილის 5 საათზე ვიმყოფებოდი. ჩვენი გეგმა იყო ხარკოვის აღება, ყველა მთავარი გზების ოკუპირება და ხარკოვის აღება. დავალება იყო, გაგვეხსნა ცეცხლი ნებისმიერი წინააღმდეგობის გაწევისას და ქალაქის მაცხოვრებლებზე. ბრძანება იყო ადგილობრივების მიმართულებით ცეცხლის გახსნაზე და ასევე საცხოვრებელ კორპუსებზე.
3 დღეში ვაპირებდით ხარკოვის აღებას. ვიცოდი, რომ უკრაინის მიმართულებით მივდიოდი. გვითხრეს, რომ მივდიოდით როგორც სამშვიდობოები, რათა უკრაინა ნაცისტებისგან გაგვეთავისუფლებინა.
ხარკოვის აღების შემდგომი დავალებები იყო დანარჩენი ქალაქების მიმართულებით გადაადგილება," - ამბობს ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო პირი.