პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოჯახის შესახებ წერს.
„რა ბედნიერი ხარ შენ, ვინც, ახლა ამ პოსტს შენი სახლის საკუთარი ოთახიდან, ან სამზარეულოში გემრიელი ფინჯანი ყავით ხელში, ან ოჯახის წევრებთან საუზმეს დროს მოჰკარი თვალი და კითხულობ.
რა ბედნიერი ხარ შენ. ვინც, გრძნობ, რომ ხმები რომლებიც დილით გაღვიძებს, შენი სახლის ხმებია.
შენი ოჯახის წევრების თბილი და ჩუმი, ხან ხმაურიანი.
როდესაც ერთხელ მაინც გულწრფელად დაუფიქრდები ოჯახის ყოლას, ოჯახის არსს, ოჯახის სიყვარულს – გული შეგეკუმშება და ცრემლები დაგახრჩობს, ცრემლები ზოგჯერ მონატრების, ხშირად კი ბედნიერების, სიხარულისა და სიყვარულის. ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში, კიდევ ერთი გათენებული ახალი დილა და გვერდით მოსიყვარულე ოჯახია.
პ.ს მიყვარხართ, მადლობა და ბედნიერი დღე ყველას", - წერს ვლოგერი.