პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლოგერი გივიკო დიდია, რომლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წერს, რომ უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას ოჯახში მივა და შვილმკვდარ დედას თავის თანადგომას გამოუცხადებს.
"ატირეს , ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია . ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული - ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო არ იტიროო ! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში ვის გამოც გადამიარეთ, და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას, ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას თანადგომისთვის, მართლა როგორ გყვარებივართ . მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი. მიყვარხართ და იცოდეთ დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ.
მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს, როგორიც თქვენ გიყვართ ", - წერს ვლოგერი.
შეგახსენებთ, რომ გივიკო დიდიამ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა ლანჩხუთიდან იმ დღეს, როცა უკრაინაში დაღუპული გმირი, ჯაბა ხოფერია მშობლიურ სახლში, ლანჩხუთში გადაასვენეს.
ვლოგერის განმარტებით, მან ფაქტის შესახებ არ იცოდა, საზოგადოებას მოუბოდიშა და განაცხადა, აღნიშნული რომ რომ სცოდნოდა, ვიდეოს არ გამოაქვეყნებდა.