„რესპირატორული ვირუსები მარტივად რომ დაამარცხოთ და მარტივად გამოჯანმრთელდეთ“ - რეცეპტი გიორგი ღოღობერიძისგან

giorgi gogoberidze

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მარტივ რეცეპტს გვიზიარებს და გვასწავლის, როგორ მოვამზადოთ სახლში ჯადოსნური სითხე, რომელიც რესპირატორული ინფექციების დროს განგვკურნავს.

„რესპირატორული ვირუსული ინფექციები ძალიან გახშირდა. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს მედიკამენტების და დანამატების მიღება არ უყვარს. აიღეთ ჯინჯერი, ეს თუთიის ძალიან კარგი წყაროა. ჯინჯერი კარგად გახეხეთ და 1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქაში მოათავსეთ. ამის შემდეგ მას 3-5 ცალი პიტნის ფოთოლი დაამატეთ. შემდეგ, 100 გრადუსამდე ადუღებული წყალი დაამატეთ, გააჩერეთ 5-7 წუთი, მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლიმონი. გახსოვდეთ, რომ თაფლი და ლომონი თავიდანვე არ უნდა დაამატოთ. თუ ამას გააკეთებთ, 100ნ გრადუსზე ადუღებული წყალი მათ გაანადგურებს. აქ არის არაჩვეულებრივი C ვიტამინი, თუთია და კიდევ ბევრი სხვა ნივთიერება, რომელიც მოგეხმარებათ, ეს რესპირატორული ვირუსები შედარებით მარტივად დაამარცხოთ და მარტივად გამოჯანმრთელდეთ, ვიდრე ამის გარეშე მოხერხდებოდა. მიიღეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. მიიღეთ რამდენიმე დღის განმავლობაში,“ - ამბობს ექიმი.