„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
რძე, სადაც აფლატოქსინის მაჩვენებელი დაფიქსირდა, არ წარმოადგენს 6 თვემდე ასაკის ბავშვისთვის ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ელემენტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებზე საუბრისას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
„ბავშვებისთვის ხანგრძლივი მიღების შესაძლებლობა არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხელოვნური რძის პროდუქტს იღებს. რძე, სადაც ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა, არ წარმოადგენს 6 თვემდე ასაკის ბავშვისთვის ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ელემენტს. შესაბამისად, აქ საუბარი, რომ ამ რძის მიღება შეიძლება თვეების განმავლობაში ყოველდღიურად და მაღალი დოზით გაგრძელებულიყო ბავშვებში, არ არსებობს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.