რატომ ვმარხულობთ ნათლისღების წინა დღეს - 18 იანვარს

natlisgeba

ნათლისღების წინა დღე, 18 იანვარი მარხვაა.

რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?

ძველად, ეკლესია შობასა და ნათლისღებას ერთ დღეს - 7 იანვარს ზეიმობდა. მოგვიანებით კი ამ ორი დღესასწაულის ცალ-ცალკე აღნიშვნა დაწესდა, რათა თითოეული დღესასწაულისათვის შესაბამისი პატივი მიგვეგო.

განცალკევების შემდეგ, სტრუქტურა რომ არ დარღვეულიყო, ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, ნათლისღების წინა დღეს დაეწესებინა ერთდღიანი მარხვა. შესაბამისად, თითოეულმა ჩვენგანმა ისე უნდა ვიმარხულოთ, როგორც შობის წინა დღეს.

18 იანვარს არის ნათლისღების წინა დღესასწაული და ერისკაცებს თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ზეთიანი საკვები და მცირეოდენი ღვინო.

რაც შეეხება ნათლისღების დღესასწაულს; ნათლისღება ყოველთვის ხსნილია, თუნდ ოთხშაბათს ან პარასკევს მოუწიოს ამ თარიღმა.
"ტრაპეზსა ზედა იქმნების ძმათა დიდი ნუგეშისცემა.
ვსჭამთ თევზსა, ყველსა, კვერცხსა, და ვსვამთ ღვინოსა. ხოლო ერისკაცნი ხორცსა, უკეთუ იყოს ოთხშაბათი, გინა პარასკევი..."
ავტორი: მირონი ჩხოლარია