„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
იანვრის ბოლოს ეპიდემიოლოგები ვირუსის მასობრივ გავრცელებას ელოდებიან. . იმის გამო, რომ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში დაბალია, იზრდება რისკი, რომ "ომიკრონით" დაინფიცირების შემთხვევაში, გარკვეულ ჯგუფებს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეთ.
ვაქცინაცია არა მხოლოდ დაინფიცირებისა და ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან იცავს, არამედ პოსტკოვიდური სინდრომისგანაც. კოვიდის გადატანის შემდეგ სხვადასხვა კვლევის ჩატარებაა საჭირო, მათ შორის რეკომენდებულია მისვლა ენდოკრინოლოგთან.
„მაშინ, როდესაც ინფიცირების დღეებს მოვრჩებით, აუცილებელია 2 ან 3 კვირაში, გარკვეული სკრინინგული კვლევები ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩივილები, ვინაიდან შაქრის ციფრების აწევა ხშირად ისე ხდება, რომ გარკვეული სიმპტომატიკა არ ჩნდება“,- აცხადებს მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.
„ომიკრონის" გავრცელებასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეული რეგულაციები შეცვალა. ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის საკარანტინე და იზოლაციის ვადები მცირდება. მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაციის პერიოდი 8 დღემდე მცირდება, ხოლო საშუალო და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევებისთვის 10 დღემდე. თუმცა აუცილებელ მოთხოვნად, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ნიღბის ტარება რჩება.