ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ფერაძესთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  მარჟან სატრაპის ნაწარმოების პერსეპოლისის განხილვაში

ასევე, სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები, რომ ძალადობა მიუღებელია და თითოეულ ადამიანს აქვს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.

ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- რევაზ ლაშხი, გენადი მუმლაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები.

ღონისძიება  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.