„თოვლი, ქარბუქი, შტორმული ღელვა“ - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1730720259
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შიმშილის გრძნობა მუდმივად აწუხებთ და ვერ ნაყრდებიან. ამის მიზეზს ფსიქოლოგი ია როზისი განმარტავს.
„სულ გშია და ვერ ნაყრდები, ჭამ დილით, ღამით, შუაღამით... და შიმშილის გრძნობა მუდმივად გაწუხებს. ეს პრობლემა უამრავი ადამიანისთვის ძალიან შემაწუხებელია, განსაკუთრებით, ქალებისთვის.
კაცის ფსიქიკა სხვანაირადაა მოწყობილი, მისი გონება პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული. გაგიგიათ, კაცს ბევრი საქმის ერთდროულად გაკეთება არ შეუძლია, პირიქითაა ქალის შემთხვევაში. ამის შესაძლებლობა ბუნებამ მოგვცა.
ქალი ვერ აკეთებს კონცენტრაციას, ესაა მიზეზი იმისა, რომ კვებითი აშლილობა, ძირითადად, ქალებში უფრო ხშირადაა.
რას ვერ ვაკონტროლებთ - ვერ და არ ვუზიარებთ ადამიანებს ჩვენს ტკივილს. გვეშინია მომავლის, ადამიანის დაკარგვის. ვერ ვუზიარებთ ტკივილს, იმედგაცრუებას, რაც გვაწუხებს, ჩუმად ვართ. ხშირად, ეს ყველაფერი ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგად ხდება, ეს პრობლემა გადამუშავებული და გაცნობიერებული არ არის... დააკვირდით, რას ვერ აკეთებთ, რას ვერ ამბობთ, რა ტკივილია თქვენში, რაც თქვენგან ვერ ვერბალირდება.
კვებითი აშლილობა, ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლსაც აქვს, მაგალითად, თუ გყავდათ დესპოტი მშობლები, ან გაიგნორებენ, სიყვარულს ვერ იღებ... შედარების მომენტიცაა, როცა და-ძმებს ადარებენ და გრძნობ, რომ შენი ძმა უფრო უყვარს დედას, ვიდრე შენ. ეს არის პროტესტი...
ძალიან ხშირად, კვებითი აშლილობა საკუთარი თავის დადანაშაულების მიზეზიცაა. დააკვირდით, მიხვდით რა არის პრობლემა, რას ვერ ამბობთ“, - განმარტავს ია როზისი.
ასევე ნახეთ:
რატომ მიმართავენ შვილები მშობლებს სახელებით - ფსიქოლოგის განმარტება
როგორი ქალებისგან არ მიდიან კაცები? - ფსიქოლოგ ია როზის განმარტება