ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1760646757
როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო 1 თვის განმავლობაში. - ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან" საუბრობს.
„საქართველოში, 17 ოქტომბრიდან მოსალოდნელია უნალექო ამინდები. 18, 19, 20 ოქტომბრამდე - ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 25 გრადუსი დაფიქსირდება.
21 ოქტომბრიდან, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია წვიმა. შესაძლებელია ძლიერიც. აქ ჰაერის ტემპერატურა, 18 გრადუსი იქნება.
22 ოქტომბრიდან - 25-მდე, კვლავ გამოიდარებს და უნალექო ამინდები იქნება. ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +26, +27 გრადუსამდე იქნება.
რაც შეეხება ნოემბერს - ნოემბრის თვე ნორმის ფარგლებში იქნება. ნალექიც ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც. (დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით, 11 - 12 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 7 - 9 გრადუსი)
ნოემბერში, ტემპერატურა, 5-7 გრადუსით დაბლა დაეცემა.
რა თქმა უნდა, გრილი თვე იქნება, თუმცა ცალკეულ დღეები აქაც შესაძლებელია, რომ ტემპერატურამ მოიმატოს +26 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში +22, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ასევე ნოემბრის ბოლოსკენ, შიდა ქართლში მოსალოდნელია, რომ მინუსამდეც დაიწიოს ტემპერატურამ. სანაპირო ზოლს რაც შეეხება, აქაც მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი.