ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1760646757
2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.
ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია, რომელიც ასევე ასტროლოგიას და სულიერ განვითარებას ათწლეულებია სწავლობს, საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს, რომ ცხენის წელს ენერგია სწორად გამოიყენონ და წარმატებაც მოიზიდონ.
„პრაიმტაიმს“ ეზოტერიკოსი, ექსკლუზიურად ესაუბრება: როგორი იქნება მომავალი წელი ქართველი ხალხისთვის:
„წინა წელთან და ამ წელთან შედარებით, მეტად სარგებლის მომტანი იქნება 2026 წელი. ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის.
ეს ნიშნავს, ძალის მომატებას, სიძლიერეს, წარმატებას და ა.შ. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით ძალიან კარგის მომტანია. გამოკვეთილია საქართველო, თითქოს ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება, თუ არ ჩავთვლით, პატარ-პატარა მიწისძვრებს.
რატომ ხდება ამდენი უბედურება? რადგან ერთმანეთს ვესვრით ტალახს, სამყაროში რასაც ვაგზავნით, იმას გვიბრუნებს. ყველას ვურჩევ პატივისცემას, ლოცვას, მედიტაციას და სულიერებასთან ახლოს ყოფნას. განსაკუთრებით ცხენის წელს მეტი გულწრფელობა გვმართებს და გამბედაობა.
თითოეულ ადამიანს ვეტყოდი, რომ იყვნენ გაბედულები, არ თქვან ტყუილი. არ განეწყონ ადამიანების მიმართ მტრულად, რადგან ეს განწყობა უარეს შედეგს მოგიტანთ.
ახალი წლის სუფრებზე, რომ იციან ხორციანი საჭმელებით გაგიჟება, ეს ცხენს არ მოსწონს, 1) ოთხფეხა საკლავი საახალწლო სუფრაზე არ მოათავსოთ. 2) ღია ფერები ატარეთ და მეტად პოზიტიურად იყავით. მოერიდეთ საკლავს, მერე შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ახალი წლის ღამეს ამას არ გირჩევთ. 3) მწვანე ოსპი არის საუკეთესო სუფრაზე, რადგან იზიდავს ფინანსებს. ეცადეთ რომ 2026 წელს ოჯახთან ერთად და თბილ გარემოში შეხვდეთ. მარტო ნუ შეხვედით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ეზოთერიკოსი.