პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
ბოლო დღეებში პანიკური მოთხოვნის გამო, მაღაზიების ნაწილში ზეთისა და შაქრის დახლები ცარიელია. რის გამოც რამდენიმე კომპანია ერთ ადამიანზე მხოლოდ 2 შეკვრა შაქრის გაყიდვას უშვებს.
თუმცა, კომპანია „აგროჰაბის“ დირექტორი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქტზე დეფიციტი არ შეინიშნება:
„ჯამურად დეფიციტი არანაირი პირველადი მოხმარების პროდუქტზე არ არის. სამწუხაროდ დღეს შეინიშნება რატომღაც შაქარზე ძალიან გაზრდილი მოთხოვნა.
თუმცა ეს პანიკა, როგორც ჩანს არც პირველია და არც უკანასკნელი ქართველი მომხმარებლებისთვის, ასე იყო პანდემიის პირობებში, მაგრამ მთლიანობაში, არც შაქარზე და არც სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე დეფიციტი არ ყოფილა.
დროებითი შეფერხება, რომელიც სხვადასხვა ქსელშია, ეს არის ალბათ მაქსიმუმ 2 დღის შეფერხება, რომელიც მხოლოდ ლოჯისტიკასთან არის დაკავშირებული და სინამდვილეში პრობლემას არ წარმოადგენს“, - აცხადებს კომპანია „აგროჰაბის“ დირექტორი ლაშა გოცირიძე.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588