ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
რუსეთის ქალაქებში, ირკუტსკსა და ნოვოსიბირსკში მაღაზიებში თაროები დაცარიელდა.
„გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები ყიდულობენ დიდი რაოდენობით საქონელს და შემდეგ სხვა არხების მეშვეობით მაღალ ფასად ყიდიან“, - ამბობენ ერთ-ერთი ქსელური მარკეტის პრესსამსახურში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში საქონლის მიწოდება „რეგულარულად და სტაბილურად ხორციელდება დაგეგმილი მოცულობების შესაბამისად“.
ცნობისთვის, 6 მარტს ქსელურმა მარკეტმა რუსეთში „ლენტამ“ შემოიღო ლიმიტი საქონლის ერთ ადამიანზე გაყიდვაზე.
ლიმიტი ეხება მარცვლეულს, ჩაის, ყავას, შაქარს, ფქვილს, სანელებლებს, სოუსებს, ხორცისა და თევზის კონსერვებს, ზეთებს, კოსმეტიკას, სარეცხი საშუალებებს, ტუალეტის ქაღალდს, ბავშვის საწმენდ საშუალებებსა და საფენებს.