რას უყვება ქართველ ჟურნალისტს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოკუპანტებმა ოჯახის წევრების თვალწინ გააუპატიურეს

ჯარისკაცი

რუსეთი  უკრაინული ქალაქების სარაკეტო ტერორს განაგრძობს. რუსი დამპყრობლების მიერ ხალხის წამებისა და გაუპატიურების არაერთი ფაქტის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობს. 

ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყველას თვალწინ გააუპატიურეს, მძიმე ისტორიას „კურიერთან“ იხსენებს. 

ოჯახის თვალწინ გაუპატიურებულ სუმელ ქალს რუსული ჯოჯოხეთი ახლა მხოლოდ ფრაგმენტებად ახსოვს. სექსუალური ძალადობა გოგოზე რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ის ერთადერთი არაა, ვინც რუსულ ბომბებს სარდაფში გადაურჩა, თუმცა ვერ გადაურჩა რუსი ჯარისკაცების სისასტიკეს. რუსი ოკუპანტები ახლა ქალაქში აღარ არიან, თუმცა სუმი მათ ვერ ივიწყებს.

რუსმა დამპყრობლებმა ქალი ოჯახის წევრებისა და მეზობლების თანდასწრებით არაერთხელ გააუპატიურეს. მას საუბარი დღემდე უჭირს. 

„შუაღამით დაბომბვის ხმა გაღვიძებს და ჩარბიხარ სარდაფში. ფსიქიკა ამ დროს უკვე შერყეული გაქვს. სახლებში შემოდიოდნენ, მე ჩემს ოჯახთან ერთად სარდაფში ვიყავი, ისინი მოვიდნენ, გვიპოვეს სარდაფში. ჩემი ძმაც იქ იყო, ყველა იქ იყო, არ შემიძლია ამის მოყოლა“,- იხსენებს ახალგაზრდა ქალი ცრემლებით.