გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია ყველასთვის, მოდი, ეს იყოს წესი“ - ესაა „პრაიმ ჰაუსის“ ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რამაც ანი ყიფშიძის პროექტში დარჩენა, ხოლო ტატო კახიძის წასვლა განაპირობა.
20 დღის განმავლობაში პროექტის ერთ-ერთმა ყველაზე ხმაურიანმა მონაწილემ, ტატო K-მ შეძლო და მოიპოვა ხალხისა და სხვა მონაწილეების როგორც სიმპათია, ასევე ანტიპათიაც.
ანი ყიფშიძისთვის საჯდომზე ხელის წამორტყმა და კონფლიქტი, გიორგი ნაზღაიძესთან დაპირისპირება, რასაც მაგიდის აყირავება და სხვა მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა - ეს ის ეპიზოდებია, რომელიც მაყურებელს ყველაზე კარგად დაამახსოვრდა. სწორედ ამის გამო ტატოს მოძალადის იარლიყი მიეკრა.
როგორია ცხოვრება პროექტს გარეთ, რას ნანობს და შეცვლიდა თუ არა რამეს უახლოეს წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს, ამაზე ტატო კახიძემ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
ტატო კახიძე: „პროექტის დატოვების შემდეგ დილა უფრო მშვიდი გახდა. აღარ ვიღვიძებ კამერების თავზე დადგომით, თავის მხრივ, საინტერესო იყო, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდი, რაც ძალიან მსიამოვნებს, ძალიან მომწონს.“
- პროექტში ყოფნის დროს ყველაზე მეტად ვინ გენატრებოდა?
ყველაზე მეტად ჩემი შვილი მენატრებოდა, რომლის ნახვაც ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე. აქ არ არის, მაგრამ აუცილებლად ვნახავ. მენატრებოდა მასთან საუბარი, დანახვა, რასაც იქიდან ვერ ვახერხებდი. მეგობრებიც მენატრებოდნენ, მეტი არაფერი..
- იცნობდი თუ არა ვინმეს პროექტში შესვლამდე
წლებია, რაც როიალთან ვმეგობრობ, ძალიან მოწესრიგებული და გაწონასწორებული ადამიანია, ძალიან მიყვარს. პროექტში შესვლამდე ავთო გავიცანი, მასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, რასაც პროექტის დასრულების შემდეგაც აუცილებლად გავაგრძელებ.
ახლა ვის უგულშემატკივრებ?
ავთოს, როიალს, სალომეს, რომელიც ძალიან მიყვარს. პატრიკი მიყვარს, ლიზი ძალიან კარგი ადამიანია, რამდენჯერმე მომიკითხა. მომწერა, რომ სახლში ჩემი ენერგეტიკა დააკლდათ.
პროექტის დატოვების შემდეგ სინანულის განცდა ხომ არ დაგეუფლა, ნანობ რამეს?
არაფერს ვნანობ, არც კამათს, რადგან ყველანაირად ვცდილობდი ვყოფილიყავი ისეთი რეალური, როგორიც ცხოვრებაში ვარ. პირში სიცილს და თვალთმაქცობას ვერ დავიწყებდი, ამიტომ ნამდვილად არაფერს ვნანობ. ერთადერთი, შეიძლებოდა ის ადამიანები, რომლის მიმართ აგრესია გამოვიჩინე, არაფრად ჩამეგდო და უბრალოდ ცინიკურად გამეტარებინა საკითხი, ამაში შევცდი მხოლოდ.
- იმ პირობებში, უამრავი კამერის გარემოცვაში, რამდენად გულწრფელი იყავი?
ტატო K-ს რომ როლი მოერგო და თამაში დაეწყო, ისევ იქ იქნებოდა, მაგრამ ჩემი პლუსი ის არის, რომ იმ კამერებთან არ ვცდილობდი იმის თამაშს, რაც არ ვიყავი. 24 წლის ვარ, მაქვს კარიერა, სამსახური.. მე რომ ემოციების კონტროლი არ შემეძლოს, ვერ ვიცხოვრებდი ისე, როგორც ვცხოვრობ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვფიქრობდი იმ კამერებზე და ვიღაცებს რაღაცის გამო თვალთმაქცობას ვერ დავუწყებდი და შემდეგ ზურგსუკან მასზე საუბარს.
ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც პირდაპირი ეთერის დროს ერთმანეთს დასცხებენ და პირისპირ სხვაგვარად იქცევიან. მინდა ქეთის ეპიზოდი გავიხსენო, ვის რაში აინტერესებს მაგისი მოკლე კაბა, ან როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. რა პასუხს ელოდა ჩემგან? ტატო k-ს არ აინტერესებს არავის ცხოვრება, ლაივს აღარ ვუყურებ, თუმცა, რასაც შევხედე, ვნახე, რომ გიორგისთან ურთიერთობა დაეძაბა, ჩემს საყვარელ ფრაზას გამოვიყენებ: ქეთი, ცოტა დაბ'ლა დაეშვი. ქეთი ვინ არის საერთოდ?!
შენიშვნა: „კაბა მაცვია, ფაქტობრივად, რომ ვჯდები მიჩანს ყველაფერი, შენი აზრით, არასწორი ცხოვრებით ვიცხოვრებ თუკი ეს კაბა კიდევ უფრო დამოკლდება?“, - ამ კითხვით მიმართა ქეთი ჩერქეზიამ ტატო კახიძეს ლაივის დროს]
- რას ფიქრობ მოძალადეს იარლიყზე, რომელიც მოგაკრეს...
ეს ჩემთვის სასაცილოა, ცხოვრებაში მეგობრისთის „ შე დიშოვოო“, არ დაგიძახიათ? არ გიყვირიათ, არ გიჩხუბიათ? ვიჩხუბე და რა მოხდა მერე, ანუ მოძალადე ვარ? ვინც ჩემზე ამბობდა, რომ მოძალადე ვარ, ზუსტად ვიცი, გულის სიღრმეში ასე არ ფიქრობს. ტატო მოძალადე რატომ არის, რადგან გაბრაზდა, იჩხუბა და იკამათა?!
- გქონდა მოლოდინი, რომ სახლში მოგიწევდა წასვლა?
ანისთან კამათისა და გიორგისთან ომის შემდეგ ვივარაუდე, რომ პროექტს დავტოვებდი. ხმამ რომ გამოაცხადა, ტატო K იწყებს ერთი დისლაიქითო, მანდ მივხვდი, რომ აუტსაიდერებში ვიქნებოდი. თვითონ ჟიურიც ვერ გააკეთებდა იმას, რაც ხალხში ძალიან, ძალიან დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, ამიტომ დავტოვე პროექტი, თორემ ვთვლი, რომ შოუს ვაკეთებდი არაჩვეულებრივად.
- რას გრძნობდი პროექტის დატოვების მომენტში?
კამერებში ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ყველაფერს სხვანაირად იგებენ. მე რომ ვამბობდი, ტატო კახიძე ამაყი იქნებოდა, როცა აქედან წავა-მეთქი, რატომ? - როცა გამოაცხადეს ტატო K ტოვებს პროექტსო, ყველა მონაწილე მეხუტებოდა, ამბობდნენ, რომ მოვენატრებოდი. სიყვარულით წამოვედი, გზაშიც, სახლში ვისაც მივყავდი, მეუბნებოდნენ, რომ ძნელია როცა ადამიანს მიეჩვევი და მერე მიდისო, იმხელა სიყვარული ვიგრძენი რომ ეგ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ამიტომ ვიქნებოდი ამაყი, რაც ხალხმა სხვანაირად გაიგო.
- რა გამოცდილება შეგძინა „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობამ?
ვეჭვობ, რომ საქართველოში, მსგავსს პროექტში მომავალში მონაწილეობა მივიღო. ჩემი მეგობარი, დომენიკ მანგო [სამოქალაქო აქტივისტი] ვნახე გუშინ და მის სიტყვებს გამოვიყენებ: შენ იმდენად ნამდვილი იყავი და იმდენად ნამდვილად თამაშობდი, ხალხი ამას ვერ იტანს და თვალთმაქცობას უფრო უჭერს მხარსო. სხვა დროს თავს შევიკავებ მსგავსი პროექტისგან, რადგან ნამდვილი ვერ ვიქნები.
ცდად რა თქმა უნდა ღირდა. ალბათ, გამოცდილება მივიღე, ხალხის სიყვარული, მეუბნებიან მეგობრები თავში ხომ არ აგივარდაო. ჩემი სოციალური ქსელები რომ გახსნათ, N რაოდენობით ახალგაზრდა მიწერს, რომ ვუყვარვარ. ხალხმა ჩემი გიორგისადმი მიმართვა ცუდად გაიგო, მე მოხუცი ბებია მყავს, ახლობლები, ნათესავები და რა პრობლემა უნდა მქონდეს მოხუცების მიმართ? ეს ხალხმა აიტაცა. მე ამას გიორგის გასამწარებლად ვეუბნებოდი და ამ 20 წლის ხალხში მართლა რა საქმე ჰქონდა. ფეისბუკში ხალხი გაბოროტებულია, ისეთ კომენტარებს მიწერდნენ, მართლა დამაბულინგეს, იყო ჩემი ოჯახის შეურაცხყოფაც. მე ფეისბუკის აუდიტორიას თავს არ გავუყადრებ და პასუხს არ გავცემ. ჩემს პირად Instagram-ზე ხალხი ძალიან დიდ სიყვარულს მაჩვენებს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ისედაც მთელი ბავშვობა უკონტაქტოდ, უმეგობროდ გავიზარდე. ამ ბოლო პერიოდში ჩემს თავში გადავხარშე, რომ ადამიანები, რომლებიც გლანძღავენ და შენზე ცუდს ლაპარაკობენ, ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან ამით იკვებებიან.
- ახლა რა გეგმები გაქვს?
ვაპირებ დათუნა სულიკაშვილის გრანდიოზულ ჩვენებაზე გამოსვლას, რასაც ძალიან დიდხანს ველოდებოდი. ასევე, ვფიქრობ დედასთან, გერმანიაში წასვლაზე, იქ ავაწყობ კარიერას, მაგრამ რაღაც პერიოდი საქართველოში ვიქნები.
- რას ეტყოდი პროექტში დარჩენილებს?
მონაწილეებს მინდა მივმართო და ვინც საჭიროა, მიიღებს: ვიღაცებს იმის გამო ნუ დაუწყებენ პირში სიცილს და მერე ზურგსუკან ლანძღვას, რომ აუტსაიდერების სკამზე ხალხის ხმით მოიგონ. მე რასაც დავაკვირდი, ბოლო პერიოდში, გიორგი მართლაც კარგად თამაშობს, მეზიზღება რომ უძვრებიან და პირში უცინიან იმის გამო, რომ აუტსაიდერის სკამიდან გიორგის ვერ გააგდებენ. იყავით ნამდვილები, ისე იცხოვრეთ, როგორც ცხოვრობდით, მორგებული როლები საჭირო არ არის, მე პროექტი დავტოვე ისეთმა, როგორიც რეალურ ცხოვრებაში ვიყავი. 3 თვე იქ უნდა იყოთ და ყველაფერი გამოჩნდება.