დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"დახმარების სიგნალის" კამპანიის წამოწყება ქალთა დაფინანსების ქსელს ეკუთვნის, რომელიც გოგონების და ქალთა მთავარი საქველმოქმედო ორგანიზაცია, კანადის ქალთა ფონდთან პარტნიორობით. "დახმარების სიგნალის" კამპანია ხელის ერთ მარტივ კომბინაციას გულისხმობს, რომელსაც მსხვერპლი მის ირგვლივ მყოფებს უჩვენებს და ამით მიანიშნებს, რომ დახმარება სჭირდება, რადგან მის სიახლოვეს მოძალადეა.
ამ ჟესტიკულაციით თქვენ მინიშნებას იღებთ და სწორი რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა აღმოჩნდეს, რომლითაც თავიდან ისეთ ტრაგედიებს ავირიდებთ როგორებიც ბოლოს დროს ავტობუსში ქალის მკვლელობა და ავტობუსის გაჩერებაზე ქალის დაჭრა იყო...
"დახმარების სიგნალის" კამპანია ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, თუმცა, ამ ჟესტის აქტიურად გავრცელდა გასულ წეელს, სოციალურ ქსელებში ლონდონში მცხოვრები სარა ევერარდის მკვლელობას მოჰყვა.
ქალთა დაფინანსების ქსელის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ელიზაბეტ ბარაჯას-რომანი განმარტავს, რომ თუ ამ ჟესტს გაჩვენებენ, მხოლოდ მარტივი კითხვები უნდა დასვათ - დიახ ან არა, რათა ის, ვინც თანამოსაუბრეს ემუქრება, ეჭვი არ შეიტანოს.
კანადის ქალთა ფონდი გვირჩევს, რომ გულდასმით უნდა ჰკითხოთ თანამოსაუბრეს, საფრთხის აცილებაში რა გზით უნდა დაეხმაროთ, რადგან ხანდახან დაუცველ სიტუაციაში მყოფმა ადამიანებმა უკეთ იციან, რომელი ვარიანტია მათთვის უფრო უსაფრთხო, მაგრამ თუ იცით, რომ ადამიანს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პოლიციას.
ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ვიდეო რგოლები, სადაც ნაჩვენებია, როგორ შეიძლება ამ ჟესტის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში.