რას საქმიანობენ ლევან ვასაძის შვილები

vasadzeebi

ბიზნესმენი ლევან ვასაძის ოჯახი საზოგადოების მხრიდან მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ცნობილია, რომ მას ულამაზესი მეუღლე და 8 შვილი ჰყავს. მათი ფოტოები, რომლებიც საჯაროდ ვრცელდება, ოფიციალური და ტრადიციული ხასიათისაა.

ვასაძეებს მამის კერძო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი აქვთ დამთავრებული.

უფროსი შვილი, ირაკლი ვასაძე მორაგბეა, მისი ნათლია ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.

 

 

ერთ-ერთი ძმა, გიორგი ვასაძეც სპორტით, რაგბითაა გატაცებული.

ბიზნესმენის მეორე შვილი ულამაზესი თათაა, ის სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა. 

რაც შეეხება სხვა და-ძმას, ისინი სოციალურ ქსელებში აქტიურები არ არიან.