„შენი მსგავსი მეორე არავინ ვიცი“ - ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თინა კანდელაკი მიმართავს

kandelaki

"როცა შვილი დედაზე ბევრად ნიჭიერია!" - ასე შეაფასა თინა კანდელაკმა თავისი შვილი, ლეონტი, რომელსაც რუსული პუბლიკა ჯორჯ მაიკლს უწოდებს.

დედის აღფრთოვანება ლეონტის სიმღერამ გამოიწვია, რომელიც თინამ Telegram არხზე გამოაქვეყნა.  

"მთელი ცხოვრება მინდოდა, გიტარაზე დამეკრა და მემღერა. ლეო გიტარაზე, უკულელზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ბავშვობიდან უკრავს..." - წერს თინა კანდელაკი. 

უშუალოდ ვიდეოს, რუსულ ენაზე დედამ შვილის მისამართით შემდეგი ფრაზა დაწერა: "შენი მსგავსი მეორე არავინ ვიცი"

გასულ წელს კი, ლეონტის 20 წლის იუბილეზე თინამ ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა და მაშინ, დედის გამომწერები ლეოს სიმღერით აღფრთოვანდნენ, ის ჯორჯ მაიკლსაც შეადარეს და ჯეკ ბეღურასაც, იმის გამო, რომ ვიდეოში ლეოს მაკიაჟი ჰქონდა, ფანქრის ჩრდილებით გამოკვეთილ თვალებზე რუსული პუბლიკა ალაპარაკდა. 

მაშინ, თინა იმედოვნებდა, რომ მისი შვილი ნამდვილად გააკეთებდა რაიმე დიდებულს. თუმცა, მისი გამომწერების ყურადღება ლეონტის თვალის ფანქარმა მიიპყრო: 

„თინა, ეტყობა, შენი ვაჟი შენსავე სილამაზის ყუთებში მოხვდა“; "კაპიტანი ჯეკ ბეღურა" - აკომენტარებდნენ  მიმდევრები.

ბევრმა ლეონტი ცნობილ ბრიტანელ მომღერალს, ჯორჯ მაიკლს მიამსგავსა. ამაზე რუსული მედია ასე წერდა:

"არტისტთან შედარება, უნდა ითქვას, სავსებით მიზანშეწონილია, რადგან ლეონტი, როგორც დედამ უკვე თქვა, სერიოზულად არის დაკავებული მუსიკით. ამიტომ სავსებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მაკიაჟი მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცის სასცენო იმიჯის ნაწილია და სხვა ახსნა არ უნდა ვეძებოთ." - წერდა გამოცემა. 

46 წლის თინა კანდელაკი ორი შვილის დედაა - მელანია და ლეონტი კონდრახინები. ის ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან განქორწინებულია.