რამდენ ლარად იყიდით დღეს დოლარს - ვალუტის ახალი კურსი

ლარის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0825 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4980 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.5130 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.