„ყოველი დღე ერთმანეთზე განსხვავებული და ბედნიერია“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილზე

აივი

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი instagram გამომწერებს ხშირად უზიარებს რჩევებს. ის ასევე ჰყვება, რამდენად მნიშვნელოვანია აივი მის ცხოვრებაში. 

„აივისთან ყოველი დღე ერთმანეთზე განსხვავებული და ბედნიერია ყოველ დღე სხვადასხვანაირი ხდება ეს ლამაზი ადამიანი, აივი მართლაც ღვთის საჩუქარი რაც მის სახელის მნიშვნელობაა, აივი მცენარე რომელიც მარადიულია, მცენარეს და ბუნებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემთვის ვცდილობდი ძალიან ახლოს ვყოფილიყავი ბუნებასთან ბოლომდე შემეჭამა თვალებით და გონებით ის სიმწვანე რაც ჩემ გარშემო "მოვიწყე" ამიტომ არც ისაა გასაკვირი რომ მისი სახელი გასაოცარი მცენარის სახეობასაც ატარებს რომელიც როგორც უკვე ვთქვი მარადიულია და ბიბლიაშიც კია ნახსენები ეს მცენარე, აივი - ნიკოლ ა ანბანის პირველი ასო და ყველაფრის საწყისი.

მადლობა ყველაფრისთვის, ყოველ წამს გიხდიდი მადლობას და დღემდე ასე გრძელდება“,- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.