ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
თანამედროვე ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნების ნაკლებობას განიცდის. ურბანიზაციის სწრაფად მზარდი ტემპის შედეგად, ჩვენ ყოველდღიურად ვცილდებით ბუნებას, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას. ამიტომ, ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ბაღებსა თუ სახლის ქოთნებში სხვადასხვა მცენარის, ხანდახან ბოსტნეულისა თუ ხილის გახარებასაც კი ცდილობენ.
თუმცა საინტერესოა, რომ ერთი შეხედვით საყოველთაოდ გავრცელებული ცოდნა ისეთი მარტივი პროდუქტების შესახებ, როგორიც ხილი და ბოსტნეულია, ხშირად არასწორია.
მაგალითად, საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ პომიდორი ბოსტნეულია. თუმცა, სინამდვილეში, საკუთარი რაობით პომიდორი ხილს წარმოადგენს. რატომ?
ხილი მცენარის ნაყოფია, რომელიც ყვავილიდან იზრდება და შეიცავს თესლს. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხილი წარმოადგენს მცენარის ინსტრუმენტს, რომელსაც ის საკუთარი თესლის გასავრცელებლად და გასამრავლებლად იყენებს. შესაბამისად, პომიდორი საკუთარი სტრუქტურული აგებულებით ხილის კატეგორიას მიეკუთვნება.
თუმცა, სტრუქტურული აგებულების პარალელურად, ხშირად მცენარეებს არასწორ მახასიათებლებსაც ვანიჭებთ.
ალბათ, ხშირად გაგიგონიათ, რომ სტაფილოს ჭამა ხელს უწყობს ადამიანის მხედველობის გაუმჯობესებას და მას სიბნელეში ხედვაში ეხმარება.
თუმცა, სინამდვილეში სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც ადამიანის თვალს ეხმარება, გამოიმუშაოს სიბნელეში მხედველობისთვის საჭირო პიგმენტები. A ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში, ადამიანს უქვეითდება მხედველობა, სტაფილოს ჭამა კი იწვევს ადამიანის ორგანიზმში მისი რაოდენობის ზრდას, რაც თავისთავად ხელს უწყობს სიბნელეში მხედველობის გაუმჯობესებას.
საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია თამბაქოს შესახებაც. არსებობს ცრურწმენა, რომ თამბაქოსთვის ნიკოტინის დამატება ხელოვნურად ხდება. თუმცა ეს ასე არ არის.
ნიკოტინი ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა მცენარეში გვხვდება. თუმცა, ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თამბაქოს ფოთოლში არსებობს.
მწეველები ხშირად ნიკოტინის როლს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების პროცესში არასწორად აღიქვამენ. ისინი ნიკოტინს მოწევასთან დაკავშირებული ზიანის მთავარ გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიკოტინი არ არის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკოტონი არ არის სრულიად უსაფრთხო, ის იწვევს დამოკიდებულებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიკოტინის მოხმარება ყველა ადამიანისთვის შესაძლებელია. ინდივიდებს, რომლებსაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, არიან ორსულად ან მეძუძური დედები, მათ მიერ ნიკოტინის მოხმარება არ არის რეკომენდებული.
უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს და დასახული მიზნის მიღწევას მწეველთა ნაწილი ახერხებს. თუმცა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, საუკეთესო არჩევანს მოწევის გაგრძელებასთან შედარებით თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა წარმოადგენს. რადგან, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ამცირებენ მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას და შესაძლებლობას აძლევენ მწეველებს, მიიღონ ნიკოტინის სასურველი დონე და შეამცირონ საკუთარი ორგანიზმისა და გარშემომყოფებისთვის მიყენებული ზიანი.
მცენარეები და ბუნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს მისი. ამისათვის კი საჭიროა, გვქონდეს წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებსა და კვლევებით დადასტურებულ ფაქტებზე, რათა შევძლოთ, შევქმნათ უკეთესი მომავალი.