საზამთროს დიეტა - როგორ დავიკლოთ შიმშილის გარეშე

sazamtro

საზამთროს დიეტა წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ, თანაც ისე, რომ არ იშიმშილოთ, მოიწესრიგოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა, აიმაღლოთ იმუნიტეტი და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოდევნოთ.

დიეტის არსი

აუცილებელია, მიირთვათ რამდენიმე ნაჭერი საზამთრო საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ დესერტად, ასევე, დაახლოებით 12 საათისთვის (ლანჩის დროს) 3-4 საზამთროს ნაჭერი. მაგრამ ზღვარს ნუ გადახვალთ: საერთო ჯამში დღეში 2 კგ-ზე მეტი საზამთრო არ უნდა მიიღოთ.

საზამთროს დიეტა 90%-ით წყლისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო შაქრის შემცველი პროდუქტია, მისი კალორიულობა შეფასებულია ქვედა ზღვრით – არა უმეტეს 40 კკალ-სა 100 გრ პროდუქტში. მისი მეშვეობით დანაყრდებით, მოიკლავთ შიმშილის გრძნობას და ამასთან, ზედმეტ კალორიებსაც არ მიიღებთ.

გარდა წყლისა, საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს და ქსოვილებიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის. ამგვარად, საზამთროს დიეტა საუკეთესოა შეშუპების დროს. წყალთან ერთად, ქსოვილის უჯრედებიდან გამოიდევნება მავნებელი ნივთიერებები და ტოქსინები – ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანი სუფთავდება, საღ და მეტად ჯანმრთელ იერს იღებს.