ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ახალი წლის აღნიშვნა ხშირად რამდენიმე დღე გრძელდება, რასაც დალევა და შესაბამისად ნაბახუსევი მოჰყვება.
გახანგრძლივებულმა ნაბახუსევმა შესაძლოა, ადამიანი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს.
ქირურგისა და კარდიოლოგის, გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანის, ლევან ქარაზანიშვილის თქმით, ნაბახუსევის დროს ცივი წლის დალევამ შესაძლოა, უეცარი ინფარქტიც კი გამოიწვიოს.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევების რაოდენობა ყოველი დღესასწაულის შემდეგ ხშირდება და ეს ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება.
„ნაბახუსევი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და ქსოვილების შეშუპებას, ამიტომაც ნაბახუსევის შემდეგ, ძალიან ხშირად წყურვილის, სითხის მიღების შეგრძნება აქვთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ცივი წყლის მიღება არ არის რეკომენდებული, იმის გამო, რომ შეიძლება ადამიანს გულის რაიმე პათოლოგია ჰქონდეს, იშემიური პათოლოგიები, რომელიც შეიძლება არ იყოს მანიფესტირებული მანამდე, მაგრამ, ამ შემთხვევაში შეიძლება მაპროვოცირებელი იყოს ცივი წყალი და შეიძლება მოხდეს გულის სისხლძარღვების შევიწროება უფრო მეტად და მათი დახშობა, შესაძლოა უეცარი ინფარქტიც განვითარდეს.
გაგრძელებული ახალი წლების შემდეგ რამდენიმე დღით მიყოლებული ეს მდგომარეობა, სმა, სიგარეტი და არასწორი ცხოვრების წესი. როგორც წესი, ამ პერიოდში არის ხოლმე გამწვავებები და ყველა დღესასწაულის შემდეგ სხვადასხვა ტენდენცია იმისკენ, რომ უფრო იმატებს ეს შემთხვევები“, - განაცხადა ლევან ქარაზანიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს.