1734018035
ერთი საათის წინ გარდაიცვალა - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი
„1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა“, - ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ემოციურ ამბავს ჰყვება.
„ერთი ოქროს პაპა მყავს, სიმონა. ბედობა დილას მივადექი, ნარდი მაჩუქეო მთხოვა. მივუტანე. სულ მხიარული კაცი დარდიანი დამხვდა რათა ხარ მოწყენილი მეთქი ვკითხე და მეშინიაო! რამე რომ დაგემართოს, კაციშვილი არ მომიკითხავსო...
ჰო და 1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა. ნარდი გიგამ წაიღოსო დაუბარებია
გაიხედ-გამოიხედეთ და პირველივე მოხუცს ჩაეხუტეთ, მოასწარით ჩახუტება “, - წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ ვიდეო - ნიკა ქაცარიძის ერთ-ერთი ბოლო ეთერი