ნათურა, მობილური, ნიშნობის ბეჭედი - ადამიანის სხეულში ნაპოვნი ყველაზე უცნაური ნივთები

უცნაური ნივთები

როგორც წესი რენტგენის აპარატს შეუძლია დააფიქსიროს ისეთი რამ, რაც ზედაპირულად არ ჩანს, მაგალითად,  გატეხილი ძვალი ან სითხით სავსე ფილტვები, თუმცა დროდადრო მათ ადამიანის სხეულში ზედმეტად უცნაური ნივთების აღმოჩენაც შეუძლიათ.

მეტი, ვიდრე კბილის ტკივილი: პატრიკ ლოულერმა კბილის ტკივილის გამო სტომატოლოგს მიაკითხა, წარმოიდგინეთ სტომატოლოგის გაოცება, როდესაც მან პირის ღრუდან თავში ზემოთ გამავალი ლურსმანი აღმოაჩინა.

ეპიკური ქორწინების წინადადება: კაცმა საყვარელი ადამიანისთვის ხელის სათხოვნელად ორიგინალურ ხერხს მიმართა, მან საქორწინო ბეჭედი შეყვარებულის მილქშეიქში ჩააგდო. სამწუხაროდ გოგომ მილქშეიქში ისე დალია, რომ ბეჭედიც თან მიაყოლა. მათი რომანტიკული ვახშამი საავადმყოფოში გაგრძელდა, ქალმა ბეჭდის თითზე გაკეთება რამდენიმე დღის დაგვიანებით შეძლო.

მაკრატელი მუცელში: პეტ სკინერი ექიმებს ეწვია ოპერაციისთვის, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა მუცლის ძლიერი ტკივილის გამო. როდესაც ექიმებმა რენტგენი გადაიღეს, ისინი გაოგნებულები აღმოჩნდნენ, ექიმებმა იპოვეს ის, რაც მათ ერთი წლის წინ დაკარგეს -  მათი ქირურგიული მაკრატელი!

მაკრატელი კბილის ჩხირის ნაცვლად: ალბათ გაინტერესებთ როგორ შეიძლება მაკრატელი ადამიანის ყელში აღმოჩნდეს?! როგორც ჩანს, ეს ბიჭი მაკრატელს კბილის გასაწმენდად იყენებდა, როცა მეგობარი ეხუმრა და სიცილი დაიწყო, რა დროსაც მან მაკრატელი გადაყლაპა. საბედნიეროდ, ამან მას დიდი ზიანი არ მიაყენა და მაკრატელი უსაფრთხოდ ამოიღეს.

გასეირნების გეგმა:  ამ ციხის პატიმრებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ „გასეირნებაზე“, რადგან როგორც აღმოჩნდა ისინი განზრახ ყლაპავდნენ ელემენტებსა და საწოლის ზამბარებს, რათა შემდეგ ციხის გარეთ საავადმყოფოში მოხვედრილიყვნენ.

ნათურა: თუ არა მსხვილ ნაწლავი ნათურის ჩაჭედვის რაიმე გზა?! როდესაც პაკისტანელმა ექიმებმა პატიმარს ნათურა ამოუღეს, მას ახსნა არ ჰქონდა და პაციენტიც ისეთივე დაბნეული ჩანდა, როგორც ყველა სხვა.

მობილურის დამალვის ხერხი: სან-სალვადორის ამ ციხის პატიმარმა ვერ იპოვა ადგილი მობილური ტელეფონის დასამალად და ასე მოიქცა.

რიყის ქვები სიყვარულის ნაცვლად: ჩინეთში შეყვარებულზე გაბრაზებულმა გოგონამ 20-ზე მეტი რიყის ქვა გადაყლაპა. ის ფიქრობდა, რომ ჭამა და დალევა სიყვარულს საბოლოოდ გამოდევნიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა შეცდა.  

ტარაკანის ჩანგალი: ამ ქალმა სახლის დასუფთავებისას შემთხვევით გადაყლაპა მფრინავი ტარაკანი. მაგრამ მისი უბედურება ამით არ დასრულებულა, როგორც ჩანს, ყელში ჩარჩენილი ტარაკანის ამოღება ჩანგლით სცადა და ესეც როგორღაც გადაყლაპა.

თვითმკვლელი ტერორისტის რენტგენი: ხელყუმბარა აღმოაჩინეს ტერორისტის მუცელში. როგორც ჩანს, მან კარგად არ გაიაზრა თავისი გეგმა, რადგან მას არ ჰქონდა საშუალება აეფეთქებინა ყუმბარა, მას შემდეგ რაც ის მის მუცელში მოხვდა.

 ბიჭმა თავისი სახლის გასაღები გადაყლაპა, რათა მეგობრებს სახლში არ წაეყვანა: კრის ფოსტერი წვეულებაზე მთვრალი იყო და სახლში წასვლაზე უარი თქვა. როდესაც მისმა მეგობრებმა მისი სახლში წაყვანა სცადეს, მან ამაზე უარი თქვა და სახლის გასაღები გადაყლაპა, რათა მეგობრებს სახლში არ წაეყვანათ.