დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დედამიწაზე უამრავი განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არსებობენ, რომელთა უნარებმაც შესაძლოა MARVEL-ის ან DC-ის სუპერ გმირებიც კი მოგაგონონ.
2011 წელს ჩინეთის ერთ-ერთ დასახლებაში აღმოაჩინეს ბიჭი, რომელიც სიბნელეში ისევე ნათლად ხედავს, როგორც დღისით. მისი უნიკალური შესაძლებლობები ჯერ მშობლებმა, შემდეგ კი სკოლის მასწავლებლებმა აღმოაჩინეს, რადგან ბიჭი დღის საათებში, განსაკუთრებით მზიან ამინდებში ხშირად უჩიოდა ბუნდოვან მხედველობას და თავბრუდახვევას. გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ბავშვს ე.წ კატის თვალები აქვს, რის გამოც სიბნელეშიც ისევე ნათლად აღიქვამს ობიექტებს, როგორც სინათლეში. მსოფლიომ ეს ბიჭი კატის თვალების მქონე ბიჭად გაიცნო.
სტივენ ვინშირს ვერტმფრენით მხოლოდ რამდენიმე წუთიანი გასეირნებისა და უცნობი ქალაქის ხედის დანახვით ქალაქის პანორამული ნახატის 98%-იანი სიზუსტით დახატვა შეუძლია, რითაც არაერთი რეკორდი დაუმყარებია. მისი ნამუშევრები გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. სტივენმა ტოკიოს მეგაპოლისი მხოლოდ რამდენიმე წუთით ჰაერიდან დანახვის შემდეგ დაახლოებით 7 საათში აუდიტორიის თანდასწრებით დახატა. მას სამი წლის ასაკში სავანის სინდრომი დაუდგინეს, რაც დაუნის სინდრომს მოიცავს, თუმცა ადამიანს სხვადასხვა სფეროებში განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ანიჭებს. ამ შემთხვევაში სტივენს ხატვის ნიჭი აქვს.
დენიელ კიშმა 25 წლის ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხედველობა დაკარგა, თუმცა დროთა განმავლობაში განსაკუთრებული ნიჭი შეიძინა, ის ულტრა ბგერებისა და ხმის საშუალებით აღიქვამს ობიექტებს. როგორც ამბობს ის ენით გამოცემულ გარკვეულ ბგერებს იყენებს, რომელსაც ობიექტები ირეკლავენ, ხოლო შემდეგ სმენით ხვდება ობიექტების განლაგებას, რომელსაც უნდა მოერიდოს.
ნატალია დიომკინა 2000-იან წლებში ამტკიცებდა, რომ ადამიანის სხეულში რენტგენის სიზუსტით შეეძლო ორგანოები დანახვა, რაც 2004 წელს ლონდონში სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით BBC-ის რეალით შოუშიც დაამტკიცა, როდესაც რეალურ დროში მას მრავლობითი მოტეხილობების მქონე ჟურნალისტი დაუყენეს წინ, რომელიც ავტოკატასტროფას საოცრად გადაურჩა. ნატალიამ 99%-იანი სიზუსტით დაასახელა ჟურნალისტის სხეულში არსებული დაზიანებები, რომელიც ქალმა ავარიაში მიიღო. როგორც თავად ამბობს მას ორგანოების დანახვა მხოლოდ დღის შუქზე შეუძლია.
ვინ ჰოპი, ყინულის კაცი - ამ ადამიანს შეუძლია შეეგუოს ცივ გარემოს. როგორც თავად ამბობს მას განსაკუთრებული სუნთქვის მეთოდი აქვს, მის ორგანიზმს ტემპერატურის სიტუაციური კონტროლი შეუძლია, რაც საშუალებას აძლევს ყინულივით ცივ წყალში ჩახტომამდე სხეულის ტემპერატურა გონების საშუალებით რამდენიმე გრადუსით გაზარდოს, რაც სიცივეში მის ამტანობას რამდენჯერმე ზრდის. რამდენიმე წლის წინ ვინ ჰოპმა ევერესტი მხოლოდ შორტებით, ფაქტობრივად შიშველმა დაიპყრო.