რა მოხდა „ღამის პრაიმ თაიმის“ ჩაწერაზე

gvantsa maglakelidze

17 მაისს, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმის“ გასვლის შემდეგ, რომლის თემაც ჭარბი წონა გახლდათ, ერთ-ერთმა სტუმარმა, მერსი სულხანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა.

რა მოხდა სინამდვილეში? - ამის გასარკვევად გადაცემის მთავარ პროდიუსერს, მაია სტეფნაძეს ვესაუბრეთ.

„გადაცემის ჩაწერის პროცესში იყო მწვავე დისკუსია, რის შედეგადაც ფოტოგრაფმა გვანცა მაღლაკელიძემ სტუდია დროებით დატოვა. თუმცა, ამის მიზეზი მერსი სულხანიშვილის რეპლიკა არ გამხდარა. შექმნილი უხერხულობის გამო გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმის“ გუნდი ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილს ბოდიშს უხდის“.- ამბობს მაია სტეფნაძე.