„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკიდან, თბილისში, იაშვილის კლინიკაში 20 დღის ჩვილი გადმოიყვანეს. ახალშობილის მშობლების ინფორმაციით, ბავშვს თავის ძვლის მოტეხილობა აქვს.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილი კლინიკაში რესპირატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა.
მშობლების მოთხოვნით, ბავშვს თავზე კვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა რომ თავის ქალა დაზიანებული იყო. ჩვილი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.
ამ წუთებში იაშვილის კლინიკაში მედიკოსები ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად კონსილიუმს მართავენ.
რა გახდა ბავშვის თავის ქალის დაზიანების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტო სწავლობს.