დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ „არაადეკვატური“ იყო.
„ჩვენი პასუხი არაადეკვატური იყო, რადგან მან პირადად უკრაინის პრეზიდენტი დააკნინა“, – განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ნავროცკიმ ამ ნაბიჯით დაკარგა შესაძლებლობა, დიალოგი დაემყარებინა ომში მყოფი მნიშვნელოვანი ქვეყნის პრეზიდენტთან.
რადოსლავ სიკორსკიმ კომენტარი გააკეთა ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებაც, არმიის ერთ-ერთ დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელის მინიჭებასთნ დაკავშირებით.
„მართალია, უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ ეს ორგანიზაცია პოლონელებსაც ხოცავდა. ამიტომ, შესაძლოა, უკეთესი სახელი მოეძებნათ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიკორსკის თქმით, მისთვის საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, რა არგუმენტებს გამოიყენებს უკრაინის მხარე, რათა პოლონეთის პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინოს.
„ზოგ ქვეყანაში ეს რეფერენდუმსაც კი მოითხოვს, ჩვენთან კი სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერაა საჭირო“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღო. როგორც კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლოა, რომელიც პოლონურ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულ კავშირსა და პოლონელი ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს. კაროლ ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდება მიენიჭოს.