რა ღირს მიწისქვეშა თავშესაფარი - დაათვალიერეთ ძვირადღირებული ბუნკერები მსოფლიოში

ბუნკერი

უკვე მე-9 დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და უფრო აქტუალური გახდა ისეთ ადგილზე ფიქრი, სადაც ადამიანები, უსაფრთხოდ ყოფნას შეძლებენ. 

სამხედრო კონფლიქტის თუ სტიქიური უბედურების დროს, ასეთი გარემოდ ბუნკერი ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, ხომ მსგავს „თავშესაფარშია“.

საზოგადოების ნაწილისთვის ბუნკერი: უსაფრთხო, დიდ ბნელ ცივ ოთახთან ასოცირდება. მაგრამ, ზოგჯერ რეალობა უფრო კარგი და დაუჯერებელია. „პრაიმთაიმი“ გთავაზობთ მსოფლიოში არსებულ რამდენიმე ბუნკერს, რომელიც ძვირად ღირებულ ვილას უფრო ჰგავს.

აშშ-ში კერძო ბუნკერების რაოდენობით ლიდერია. მშენებლობა განსაკუთრებით გააქტიურდა 2016 წელს, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა დაიძაბა. მშენებლობის ლიდერი კომპანიის Rising S-ზე მოთხოვნა, 2016 წელს 700%-ით გაიზარდა, თანაც 99% მოთხოვნა ამერიკაზე მოდიოდა.

იმავე წელს Atlas Survival Shelter-მა ათასობით ბუნკერი გაყიდა. კორონავირუსის აფეთქების ფონზე Rising S-ი ამერიკაში 50%-ით მეტ ზარს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივ დროს.

შეიძლება ითქვას, რომ მეორე ადგილზე ბუნკერის მშენებლობით, ახალი ზელენადიაა. თუმცა ისევ მდიდარი ამერიკელების შეკვეთით, რადგან ახალი ზელანდია ნეიტრალური ქვეყანაა და მას თითქმის არავისთან აქვს კომფლიქტი, შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიაა.

კიდევ ერთი მიზეზი ახალი ზელანდიის გეოგრაფიული მდგომარეობაა, სადაც ვირუსის მიღწევის და გავრცელების შანსები კიდევ უფრო ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, ამჟამად ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 20 შემთხვევაა გამოვლენილი.

ზემოთ ხსენებული კომპანია Rising S-ის ბუნკერის ფასი 50 ათასი დოლარიდან იწყება. ასეთ ბუნკერში მუშაობს კანალიზაცია, ელექტროენერგია, ინტერნეტი და სხვა მინიმალური კომფორტული მოთხოვნები. ბუნკერის მასშტაბი დაახლოებით 60-90 კვადრატული მეტრია.

კიდევ უფრო ძვირად ბუნკერებს კომპანია Vivos და Atlas Survival Shelters-ი აშენებენ. როდესაც ბუნკერის ფასი მილიონი დოლარია და მას კლიენტის სურვილისამებრ მოაწყობენ. ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბუნკერი მსოფლიოში 3 მილიონი დოლარი ღირს. მისი მასშტაბი დაახლოებით 550 კვადრატული მეტრია და 5 წლის განმავლობაში 75 ადამიანის კომფორტულ ცხოვრებაზეა გათვლილი.

ყველაზე იაფფასიანი ბუნკერი 11, 500 დოლარი ღირს და პირდაპირ „ამაზონზე“ იყიდება. თავშესაფარი დაახლოებით ერთი პატარა ოთახის ხელაა. ამერიკაში ბუნკერებს საკუთარი ხელითაც აშენებენ.