პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცი ვიდეოს ავრცელებს, სადაც საკუთარი ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს:
„უკვე 3-4 დღეა, აქ ვდგავართ და არაფერი გვიჭამია. საზარბაზნე ხორცად დაგვყარეს. ახლა რაღაც საბუთებზე გვაწერინებენ ხელს. გვეუბნებიან, რომ ხვალ გაგვათავისუფლებენ. არავინაა თანახმა ამაზე, აქ ვდგავართ 3-4 დღეა, ვინც ცოცხალი გადავრჩით და გვეუბნებიან, რომ საბუთებს ხელი უნდა მოვაწეროთ. ამას თავიანთი დანაშაულების გადასაფარავად აკეთებენ. თანაც, ხელს გვაწერინებენ წინა თარიღით, როგორც მათ, ვინც პოლკში არ გამოცხადდა. ჩვენ კი აქ ვდგავართ, გვითხრეს, რომ სწავლებებზე მივდიოდით. ცხედრებიც არ გააქვთ. ახლა ველოდებით, როდის გადაგვიყვანენ საზღვარზე. მესამე დღეა, გვატყუებენ და არავის მივყავართ სახლში.
(მეორე ჯარისკაცი) - ისიც თქვი, რომ იატაკზე გვეძინა, კარვების, საკვებისა და წყლის გარეშე. ფეხები სველი გვაქვს და არ ვიცით, რა ვქნათ. ასე მუშაობს რუსული არმია. - ამბობს ის.