გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის გამორჩეული კლუბი არამხოლოდ ისტორიით, არამედ გულშემატკივრითაც არის. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში აშკარად იგრძნობა, რომ კვარამ მათი გულების დაპყრობა უკვე მოახერხა.
ამ ყველაფრის დადასტურებაა ერთ-ერთი ნეაპოლიტანელი ფანის მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც კვარაცხელიას ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ეს მომხმარებელი „ტიკტოკზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიმღერის ტექსტში საუბარია ქართველის წარმომავლობაზე, მის სათამაშო ნომერზე და პოზიციაზე. ტერმინით "baller" უცხოელი გულშემატკივრები გამორჩეულ ფეხბურთელებს მოიხსენიებენ ხოლმე. სიმღერა ჯგუფ ABBA-ს Gimme! Gimme! Gimme!-ს მელოდიაზეა შესრულებული.