კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია

კვარა

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოულოდნელად ერთა ლიგის მე-5 ტურის არცერთ სიმბოლურ ნაკრებში არ დაასახელეს, საერთაშორისო ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალის, „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნრიის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია.

პირველ ადგილზე თურქეთის ნაკრების შემტევი ჰაკან ჩალხანოღლუა, რომელმაც გასულ 5 შეხვედრაში საშუალოდ 8,18 ქულა მიიღო, მეორე-მესამეზე ერთნაირი შეფასებით (8,03 ქულა) ისრაელის ნაკრების მოთამაშე მანორ სოლომონი და ბელგიელი კევნ დე ბრუინეარიან, ხოლო ქართველი მოთამაშე 8,00 ქულით რეიტინგში მეოთხეა.

ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 2 ასისტი შეასრულა და 2 პენალტი მოიპოვა.