გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მართლმადიდებელთათვის ყველიერის კვირაა. აღმსარებლებს, რომლებიც დიდმარხვის შენახვას აპირებენ, ორშაბათიდან უკვე ხორცის მიღება აეკრძალათ. ამ კვირაში იღებენ რძის პროდუქტებს და კვერცხს, ხოლო 27 თებერვლიდან მარხვა იწყება.
დიდმარხვაში მორწმუნეები, სხვა ლოცვებთან ერთად, კითხულობენ ეფრემ ასურის ლოცვას. ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში "დილისა" და "ძილის წინა" ლოცვების შემდეგ იკითხება.
ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე).
ეფრემ ასურის ლოცვა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა (მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

ეფრემ ასური სირიელი პოეტი, მწერალი, ასკეტური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე გახლდათ. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში.
ეფრემი უაღრეს თავმდაბლობას იჩენდა, გამუდმებით იგლოვდა თავის ცოდვებს, ღამეებს ლოცვაში ათენებდა, ღვრიდა სინანულის ცრემლს, თავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევდა, ღვთის სამსჯავროს ხსენებაზე კი ძრწოდა. მას სინანულის მოძღვარს უწოდებენ. ყველა ეს განცდა მის ცნობილ ლოცვაშია ასახული.