1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მომღერალმა ანდრია გველესიანმა რამდენიმე დღის წინ საფულე დაკარგა, რომელშიც სოლიდური თანხა, მანქანისთვის ჰქონდა გადანახული. საფულის აღმოჩენის შემდეგ გაარკვია, რომ ქურდს ფული წაუღია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისევ საფულეში დაუტოვა.
„ყველა მოვლენას აქვს დადებითი მხარე. 2 დღის წინ ქუჩაში საფულე ამომივარდა. შემდეგ ბევრი ვეძებე და როცა ვიპოვე, შიგნით ყველა ნივთი დამხვდა, გარდა სოლიდური თანხისა, რომელიც მანქანის გამოსაცვლელად მქონდა გადადებული.
საგულდაგულოდ ჰქონდა ამ ადამიანს ყველა ნივთი გადახარისხებული და დაბინავებული საფულის სხვადასხვა ჯიბეში. ამ ნივთებში აღმოვაჩინე ის, რასაც ფოტოზე ხედავთ. (საერთოდ არ მახსოვდა)
დედაჩემის, მაიკოს და ჩემი პატარა დაიკოს ფოტოები. მაიკოს სასიყვარულო წერილი და ლექსი ძმობაზე, რომელიც მაშინ დავწერე, როცა საქართველოდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი. მოკლედ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული, ოჯახი და ნამდვილი მეგობრობაა. დიდი მადლობა ადამიანო, რომ ჩემი საფულის ყველაზე მიუდგომელ ჯიბეში ჩაძვერი და კიდევ ერთხელ შემახსენე ადამიანობის მთავარი ღირებულება!“ - წერს მომღერალი.