პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
1752699149
მეტროს ვაგონში ახალგაზრდა ქალმა გარკვეული ოდენობის თანხა დაკარგა - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მპოვნელს სთხოვს, რომ უკან დაუბრუნოს.
როგორც ირკვევა, მან სხვისი დახმარებისას მთელი ხელფასი დაკარგა...
"თუ ფული მეტროს ვაგონში იპოვე - იცოდე, მაგ თანხის გამო დღეში 12 საათი ფეხზე ვიდექი ერთი თვე.
იცოდე, რომ ძალიან მჭირდება და იქნებ დამიბრუნო...
ისიც იცოდე - ბევრი პრობლემა შემექმნება მაგის გამო...
პ.ს. გამიზიარეთ მეგობრებო, მთელი თვის ხელფასი დავკარგე.
გოგონა გახდა ცუდად ხალხმრავალ ვაგონში და კორსიზი მქონდა ჩანთაში - ძლივს ვიპოვე.
ალბათ, სიჩქარეში ამოცურდა ჩემი ფული, ვერ შევამჩნიე." - წერს თეო ქენქაძე.
როგორც პოსტის ავტორი კომენტარებში დამატებით წერს, შემთხვევა დიდუბიდან ღრმაღელემდე მოხდა...
თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია ან მპოვნელი ადრესატს ეძებს, ამ facebook გვერდზე მისწერეთ.
პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
1752699149
დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309