რა დაგიჯდებოდათ ქეიფი 70-იან წლებში - რესტორნის ანგარიშის ფოტო, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

table

"მაშინ იყო, თუ იყო ცხოვრება. კაპიკები ღირდა ყველაფერი. რესტორანს 20 მანეთად დახურავდი, 35 მანეთად გადავფრინდებოდით და ასე შემდეგ" - კომუნისტური დროის მაქებარი ეს ფრაზები კარგად გახსოვთ. 

"ცხოვრება" რომ იაფი ღირდა, ამ ჩეკიდანაც კარგად ჩანს, რომელიც 1977 წლის 13 მარტს თბილისში, რესტორან "ინტურისტებში" მოქეიფე მოქალაქეს ეკუთვნის. 

შემწვარი წიწილა 2 მანეთი და 1 კაპიკი ღირდა. და იყიდა კაცმა ხელგაშლილად 9 წიწილა და ,,აგულავა" ამხანაგები. სუფრასთან ხუთი ბოთლი ღვინო შეისვა და შენი სასმელი, სულ რაღაც 5 მანეთი და 25 კაპიკი დაჯდა.

ლიმონათის და ბორჯომის ფასებს კარგად დააკვირდით. მწვანილეულ-ჯონჯოლეული ხომ რა მოსატანია... და ცხოვრობდნენ ასე, ლაღად და ბედნიერად...