დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებას უზრუნველყოფს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერების სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი თანხების გამოყოფა მიმდინარეობს, რომელიც პირველადი მოხმარების ნივთებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას მოხმარდება.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.