იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელიც ქართულ-ავსტრიული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონცერტი წარმოადგინა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ავსტრიის საელჩომ საქართველოში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
წელს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება. ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის დიდი ტრადიცია აქვთ , რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როცა საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა ავსტრიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბერტა ფონ ზუტნერი - პირველი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში. ბერტა ფონ ზუტნერი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქუთაისში და თავის ჩანაწერებშიც ხშირად ახსენებს ჩვენს ქალაქს. საქართველო და ავსტრია თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროებში და ეს პარტნიორობა საკმაოდ წარმატებულია. მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა საშუალება, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იუბილე ავსტრიის ელჩთან, ბატონ თომას მიულმანთან ერთად აღგვენიშნა.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
,,ავსტრიამ ჯერ კიდევ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ ქვეყანამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ინსტიტუციონალური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ჩვენი მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები მოიცავს არაერთს სფეროს, მათ შორის ეკონომიკას, განათლებას, ტურიზმს, რომელსაც ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ისევე, როგორც მის ევროპულ ინტეგრაციას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და ამ ქალაქში ეს ძალიან კარგად იგრძნობა. აქ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო და შეიგრძნეს ევროპა, როდესაც არც მიმოსვლა იყო მარტივი და არც ამდენი შესაძლებლობა არსებობდა, ახლა კი გრძელდება და ვითარდება ყველაფერი, რაც ახლოს არის ევროპასთან, რადგან ეს არის ჩვენი შინაგანი მოცემულობა, ეს არის ის, რაც ჩვენში საუკუნეებია, დევს" - ზვიად შალამბერიძე.