1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ამ ეტაპზე, არც სამედიცინო დაწესებულებებში და არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხსნის საკითხი არ განიხილება, რადგან ამ ადგილებში ვირუსის გავრცელების რისკი მაინც დიდია“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, მიმდინარე თვეში და ასევე, ივნისის პირველ ნახევარში covid-სტატისტიკაზე დაკვირვების შედეგად, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებაზე იყოს საუბარი, მაგრამ არა - სამედიცინო დაწესებულებებში.
„პირბადე პანდემიასთან ბრძოლისთვის, ვაქცინასთან ერთად ყველაზე, მძლავრი იარაღია, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამშვიდებული და სტაბილურია. ყოველდღიური ახალი შემთხვევები 50-დან 150-ის ფარგლებშია. შემთხვევათა უმრავლესობა მაინც მსუბუქად მიმდინარეა.
სამედიცინო დაწესებულებების დატვირთვა დაბალია და სიტუაცია დღეს სრულად მართვადია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ის დასრულდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში სიტუაცია დამშვიდდება. 70-მდე ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ ფიქსირდება", - განაცხადა გამყრელიძემ bm.ge-სთან.