ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა, როდესაც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე საიმედოობით ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას არად დაგიდევს და კლიენტს თანხების გადარიცხვას თვენახევრით უჩერებს. ამის უკან რა შეიძლება იდგეს, დიდი მარჩიელობა არ ჭირდება - ამის შესახებ მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი ვრცელ ფეისბუქ-პოსტში წერს. როგორც ჯანგულაშვილი აღნიშნავს, მასაც აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ შეიძლება უფერხებდეს ბიძინა ივანიშვილს თანხების გადარიცხვას, ნახატების გადატანას, ვერტმფრენის ჩამოყვანას და ზოგადად, დაზარალებასა და განადგურებას. მისივე თქმით, ნაცებს ძალიან უნდათ, რომ ყველაზე ქველმოქმედ და ქვეყნის აღმშენებელ ადამიანს დაარტყან თავიანთი ლობისტების, საქართველოში მოპარული მილიონებით (და მილიარდებით) მოსყიდული უსინდისო ადამიანების მეშვეობით.
„რახან პოლიტიკაზე ვსაუბრობ, მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების შესახებაც. ნაცები ბევრს ქირქილებენ, როგორც მათ სჩვევიათ, უნიჭოდ და ბოროტად და ძალიან უნდათ, რომ ამ ყველაზე ქველმოქმედ და ქვეყნის აღმშენებელ ადამიანს დაარტყან თავიანთი ლობისტების, საქართველოში მოპარული მილიონებით (და მილიარდებით) მოსყიდული უსინდისო ადამიანების მეშვეობით. რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ შეიძლება უფერხებდეს ბიძინა ივანიშვილს თანხების გადარიცხვას, ნახატების გადატანას, ვერტმფრენის ჩამოყვანას და ზოგადად, დაზარალებასა და განადგურებას. მაგრამ ამ შეკითხვაში პასუხიც თავისთავად ყველამ ვიცით და ამაზე ჩემი მკაფიო აზრი მაქვს ჩამოყალიბებული. სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა, როდესაც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე საიმედოობით ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას არად დაგიდევს და კლიენტს თანხების გადარიცხვას თვენახევრით უჩერებს. ამის უკან რა შეიძლება იდგეს, დიდი მარჩიელობა არ ჭირდება. ივანიშვილის მსგავსი სიკეთე საქართველოსთვის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გაკეთებული. და მასზე დარტყმა ქართველი კაცის, ქართული საზოგადოების არაფრად ჩაგდება და დაზარალებაა! იქირქილონ ამაზე ნაცებმა, რომლებსაც ასფალტისა და შუქნიშნების გამო უყვართ თავიანთი შეშლილი ბელადი (ამასაც ივანიშვილის ფულით რომ აკეთებდა)“ - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი Facebook-ზე.