ქუთაისში მცხოვრებ 480 დევნილს დღეს ბინები გადაეცა - ფოტოები

ბინების გადაცემა ქუთაისში

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში 480 დევნილი მიიღებს ბინას.

,,დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს დევნილებს, დროებით დევნილებს, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ მჯერა, რომ თქვენ დაბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, 480 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს. აქ დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, დღეს 480 ოჯახი მიიღებს და 320 ბინა დასრულდება ძალიან მალე, ხედავთ, რომ აქვე მიმდინარეობს ბოლოში მშენებლობა, და, ჯამში, 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში", - განაცხადა პრემიერმა.