ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართა

კონცერტი

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით , ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს დღეიდან სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა. კონცერტს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

" ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი - დღეიდან ასე ჟღერს ჩვენი ქალაქის მთავარი ანსამბლის დასახელება. აკადემიური - ეს არის ანსამბლის მიერ წლების მანძილზე მოპოვებული წარმატებების საკადრისი შეფასება. მათი ყოველი კონცერტი, საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ანშლაგებით მიმდინარეობს. ვულოცავ ანსამბლის ხელმძღვანელებს, ძველი და ახალი თაობის თითოეულ წევრს ამ აღიარებას!"- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

ღონისძიება საახალწლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.