საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის პროცესი მიმდინარეობს - იკითხებიან პოლიციელები, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის პროცესი მიმდინარეობს.

მიმდინარეობს იმ პოლიციელების გამოკითხვა, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ და რომლებიც პროკურატურის მოწმეები არიან. ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.

დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, ხუთს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.