ქუთაისში, მანქანა ბავშვს დაეჯახა

პოლიცია ლენტა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე „ჯიპის“ მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს დაეჯახა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს და არსებული ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.