„წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან...“ - 82-დღიანი კომის შემდეგ 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა
1783281512
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა როგორც რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ისე დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისით.
„რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, არამედ სწორედ დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტშიც. თუმცა პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არის ამოსავალი წერტილი ნებისმიერი მიმართულებით ჩვენი პოლიტიკის, იქნება ეს შიდა პოლიტიკა თუ საგარეო პოლიტიკა,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.