ბენიამინ ნეთანიაჰუ მარკო რუბიოს შეხვდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ მარკო რუბიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრა ფლორიდაში, მარ ა ლაგოს რეზიდენციაში გაიმართა.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

ამასთან, ისრაელის პრემიერ- მინისტრმა სოციალურ ქსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პიტ ჰეგსეტთან შეხვედრისას გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა.

ცნობისთვის, მოგვიანებით ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართავს მოლაპარაკებებს.