ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები გაკეთდა - მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია

მარკეტი

ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები გაკეთდა.

მომხმარებელს შეუძლია ძირითადი, 15 ფასდაკლებული პროდუქტის შეძენა. „სასურსათო კალათაში“ შედის: ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ვერმიშელი, შვრიის ფანტელი, ქათამი, კვერცხი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, კარაქი და სხვა რძის პროდუქტები.

ფასდაკლება აღნიშნულ პროდუქტებზე მუდმივად გავრცელდება.