ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს

მი

 ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს. დედაქალაქი მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს უმასპინძლებს. 12:00 საათიდან ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო ღონისძიებები და თემატური ინსტალაციები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დახვდებათ.

26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო კონცერტებით დასრულდება, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ტრადიციულად, წელსაც თბილისის მერია აქტიურად არის სამზადისში და 26 მაისს დღის 12:00 საათიდან, მას შემდეგ რაც თავისუფლების მოედნის მთავარი ღონისძიება დასრულდება, ელოდება ყველა თბილისელს და თბილისის ყველა სტუმარს სწორედ აქ, ორბელიანის მოედანზე. გაიმართება სამეწარმეო გამოფენა, სადაც ქართველი არტისტები უნიკალურ ნივთებს გამოიტანენ და თან რეალიზება მოხდება და ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად 26 მაისისთვის შექმნილი მენიუებით გვესტუმრებიან შეფმზარეულები და საოცარ, არაჩვეულებრივ ქართულ სამზარეულოს შემოგთავაზებენ. დღის განმავლობაში რა თქმა უნდა დაგეგმილი იქნება სხვადასხვა სანახაობა, ასევე სივრცეში განთავსებული იქნება თემატური ინსტალაციები და დეკორაციები. დღის ბოლოს დააგვირგვინებს გალაკონცერტი. კონკრეტულად 26 მაისისთვის შექმნილი პროექცია იქნება ახალი სანახაობა, რაც სწორედ აქ, ათონელის ქუჩაზე დახვდებათ ვიზიტორებს“, - განაცხადა თბილისის მერიის ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.