„ქოსემი“ - თურქეთის და არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანი მსახიობი

ნურგულ იეშილჩაი

ცნობილი მსახიობი, ნურგულ იეშილჩაი არაბული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო  ფესტივალის (DIAFA) ჯილდოს ატარებს ტიტულისთვის - „ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი“. 

46 წლის მსახიობს ყველაზე დიდი აღიარება სერიალ „დიდებულ საუკუნეში“ პერსონაჟ „ქოსემის“ როლის თამაშმა მოუტანა. 

ქოსემ სულთანი - პერონაჟი, რომელსაც მსახიობი სერიალში ასრულებდა, ოსმალეთის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ქალად ითვლება. ქოსემმა თავისი საქმეებით დაჩრდილა თავისი წინამორბედი ჰიურემი, რომელიც იყო პირველი მონა, რომელმაც მოახერხა და სულთანზე დაქორწინდა. ქოსემს ხშირად ადარებენ ჰიურემს, თუმცა თურქეთში ამბობენ, რომ სიძლიერითა და გავლენით ქოსემი ბევრად მაღლა იდგა.

ქოსემი გახლდათ ოსმალეთის სულთნის, აჰმედ პირველის ცოლი და სულთან მურად მეოთხისა და იბრაჰიმ პირველის დედა.

შვილების მმართველობის დროს იყო ვალიდე სულთანი, ხოლო შემდგომ თავი რეგენტად გამოაცხადა და გახდა პირველი ქალი, რომელიც ღიად მართავდა იმპერიას.

ქოსემის სიკვდილს მთელი კონსტანტინოპოლი სამი დღე გლოვობდა.

კარიერა: 

თავად მსახიობი, ნურგულ იეშილჩაი 1976 წლის 26 მარტს, თურქეთში დაიბადა. დაამთავრა სკოლა, სადაც მიიღო საწყისი, ფუნდამენტური განათლება. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა  თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში.

ნურგულმა ჩათვალა, რომ სამსახიობო მოწოდება ჰქონდა და ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რათა მონაწილეობა მიეღო თეატრალურ წარმოდგენებში.

სწავლის დამთავრების შემდეგ თეატრში ითამაშა რამდენიმე მთავარი როლი. თეატრიდან წამოსვლის შემდეგ გამოჩნდა სამ ყველაზე რეიტინგულ სერიალში. მსახიობის დებიუტი 2001 წლის „ჩანჩქერში“ შედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ანტალიის კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

პირადი ცხოვრება:

2004 წელს ნურგული ცოლად გაჰყვა მსახიობ ჯენა ოზერს, რომელიც  ნურგულზე 17 წლით უფროსი იყო. 2005 წელს მათ ეყოლათ შვილი ოსმან ნეჟათ ოზერი.

ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა და 2010 წელს გაეყარნენ. მსახიობი აღმერთებს თავის შვილს და ცდილობს მასთან ერთად ყველაზე მეტი დრო გაატაროს.